უდუმაშვილი: ტყუილად ნუ ექნება იმედი ხელისუფლებას, რომ რეგულაციებით შეზღუდავს აქციებს

396

ტყუილად ნუ ექნება იმედი ხელისუფლებას, რომ რეგულაციებით შეზღუდავს აქციებს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაალ უდუმაშვილმა ჟურნალისტებთან კორონავირუსის პანდემიის ფონზე ქვეყანაში მიმდინარე აქციებზე საუბრისას განაცხადა.

უდუმაშვილმა აჭარაში განვითარებული მოვლენები შეაფასა. მისი თქმით, აქციებს ვერავინ შეზღუდავს, იქნება ის მცირერიცხოვანი თუ ფართომასშტაბის.

„ეს აქციები იმართება ღია სივრცეში, ღია სივრცეში როგორც ცნობილია ყველაზე ნაკლები შანსია კოვიდინფექციის გავრცელების. ასე რომ, აქციებს ვერავინ შეზღუდავს, ტყუილად ნუ ექნება იმედი ხელისუფლებას, რომ ამ რეგულაციებით შეზღუდავს აქციებს. ეს იქნება მცირერიცხოვანი თუ ფართომასშტაბიანი“,-აცხადებს უდუმაშვილი.