ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის რეზიდენციაში „ნაციონალური მოძრაობის” წევრებთან, კობა ნაყოფიასა და გრიგოლ ვაშაძესთან შეხვედრა მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, შეხვედრას ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის გარდა აშშ-ს ელჩი საქართველოში, კელი დეგნანიც ესწრება.
როგორც შეხვედრის დაწყებამდე „ნაციონალური მოძრაობის” წევრმა კობა ნაყოფიამ განაცხადა, ეს შეხვედრა მოლაპარაკებების მესამე რაუნდი არ არის.
„მესამე რაუნდი არაა, მოულოდნელად დაგვიბარეს და მოვედით,”- აღნიშნა მან.
ცნობისთვის, აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან ინდივიდუალური შეხვედრები გასულ კვირებშიც იმართებოდა.