ჩვენი მეგობრები რა თქმა უნდა, ძალიან შეშფოთებულები არიან იმ ვითარებით, რომელიც შექმნილია. ვგულისხმობ პოლიტიკურ კრიზისს, რომელიც სამწუხაროდ სახეზეა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პოლიტიკური გაერთიანება „ლელოს“ ერთ-ერთმა ბადრი ჯაფარიძემ განუცხადა.
მისი თქმით, კრიზისიდან გამოსავლი პოლიტიკური შეთანხმებაა.
„საუბარია პოლიტიკურ შეთანხმებაზე ვადამდელ არჩევნებთან და მისი ჩატარების წესებთან დაკავშირებით. ასევე ცესკოს ადმინისტრაციის შეცვლაზე. ახლა მთავარი საზრუნავი პოლიტიკური შეთანხმების მიღწევაა, რომელიც მოგვცემს საშუალებას, რომ პოლიტიკური პროცესები გადავიდეს ნორმალურ კალაპოტში“, – აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.