უდუმაშვილი: მთელი ზაფხული ფეხგადადებულები ისხდნენ, აქციები კი ღია სივრცეში იმართებოდა და რაც არ უნდა ისაუბრონ ოპოზიციის ბრალეულობაზე, ამის არავის სჯერა

403

იმის ნაცვლად, რომ ისინი რეალურად ებრძოდნენ ქვეყანაში არსებულ უმძიმეს ვითარებას, რომელზეც პირდაპირ არიან პასუხისმგებლები, ახლა ცდილობენ სულ ტყუილად ისრები გადაიტანონ ოპიზიციაზე, – ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ზაალ უდუმაშვილი ვიცეპრემიერ მაია ცქიტიშვილის განცხადებას, რომლის თანახმადაც, კორონავირუსის გავრცელების ის დინამიკა, რაც დღეს ქვეყანაშია, საპროტესტო აქციებს უკავშირდება.

უდუმაშვილის განმარტებით, აქციები ღია სივრცეში იმართებოდა და ინფიცირებულთა რაოდენობის მატებაში ოპოზიციის ბრალეულობის არავის არ ჯერა.

,,კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ჩვენ გვყავს უპასუხისმგებლო ხელისუფლება. მთელი ზაფხული ფეხგადადებულები ისხდნენ და თავის მოწონების გარდა არაფერს არ აკეთებდნენ, როგორ მაგრად გაუმკლავდნენ კორონავირუსის პირველ ტალღას და ამის შემდეგ სრულად მოუმზადებელი აღმოჩნდა ჯანდაცვის სისტემა ინფიცირებულების ასეთი რაოდენობისათვის. ეს აქციები იმართებოდა ღია სივრცეებში, რაც არ უნდა ისაუბრონ ოპოზიციის ბრალეულობაზე ამისი არავის არ ჯერა, მენეჯმენტი არ აქვთ დალაგებული, არ იციან როგორ მართონ პანდემია და ამიტომ მივიღეთ ეს შედეგი“, – აღნიშნა ზაალ უდუმაშვილმა.