ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, თბილისში, გლდანის N8 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ხმათა 89.36% (25 474 ხმა) “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ლევან კობიაშვილმა მიიღო.
რაც შეეხება მის კონკურენტს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიადან“, ნიკა მელიას, რომელმაც მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი თქვა, მან ხმათა 10.64% დააგროვა (30 32 ხმა).
შეგახსენებთ, არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს 17 მაჟორიტარულ ოლქში გაიმართა