ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, თბილისში, სამგორის N5 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ხმათა 88.68% (27 993 ხმა) “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, სოზარ სუბარმა მიიღო.
რაც შეეხება მის კონკურენტს “„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიადან”, ლევან ხაბეიშვილმა, რომელმაც მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი თქვა, მან ხმათა 11.32% დააგროვა (3573 ხმა).
შეგახსენებთ, არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს 17 მაჟორიტარულ ოლქში გაიმართა