დუშეთის მუნიციპალიტეტის დაბა ფასანაურის სპორტული დარბაზის რეაბილიტაცია წლის ბოლომდე დასრულდება

561

სპორტდარბაზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი მოადგილესთან ბესიკ ბიჩნიგაურთან ერთად გაეცნო.

ძიუდოს დარბაზს სრული რეაბილიტაცია უტარდება. პროექტის ფარგლებში მოეწყობა ინტერიერი, ფოიე, საერთო ოთახი, საჭიდაო დარბაზი, სავარჯიშო ოთახი, დამხმარე სათავსო, 2 აივანი, სამზარეულო, 5 საძინებელი და ვერანდა. ასევე, დამონტაჟდა ცენტრალური გათბობისა და წყალგაყვანილობის სისტემა, შეიცვალა კარ-ფანჯარა, შეკეთდა სახურავი და ფასადი.

„ფასანაურის ძიუდოს დარბაზში ამ ეტაპზე 35 მოსწავლე ვარჯიშობს. სპორტული დარბაზის კეთილმოწყობა ხელს შეუწყობს სპორტის განვითარებას, ჯანსაღი და სპორტული ცხოვრების წესის დამკვიდრებას“ – აღნიშნა დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ სეხნიაშვილმა.

სამუშაოებს შპს „ნიკონი“ ასრულებს, რომლის ღირებულებაც 259 466 ლარია. პროექტი მიმდინარე წელს დასრულდება.