ბორჯომის მერია მიმდინარე წელს ქალაქსა და მიმდებარე სოფლებში შვიდ სპორტულ მოედანს მოაწყობს

357

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია მიმდინარე წელს ქალაქსა და მიმდებარე სოფლებში შვიდ სპორტულ მოედანს მოაწყობს.

ბორჯომის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, მინი სტადიონის მოწყობის სამუშაოები ვაშლოვანის დასახლებაში, სოფელ ვარდგინეთში, დაბასა და მზეთამზეში უკვე დასრულებულია. ამ ეტაპზე, სპორტული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს ქვაბისხევში, ქალაქ ბორჯომში თორის ქუჩის N120-ისა და მესხეთის ქუჩის N29-ის მიმდებარედ.

სპორტული მოედნები, ბორჯომის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ზაალიშვილმა და ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსმა გიორგი ჩადუნელმა დაათვალიერეს და ჩატარებულ სამუშაოებს გაეცნენ.

„ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის პრიორიტეტი ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა. ამ მიზნით, მერია მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებულ ყველა დასახლებულ პუნქტში სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობას გეგმავს“, – აღნიშნულია ინფრომაციაში.