ანთაძე: საროში მესხური ოდის რეაბილიტაცია 2021 წელს დაიწყება

498

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო დაანონსებული მესხური ოდების რეაბილიტაციას მომავალ წელს გეგმავს.

ამ ეტაპზე გადაწყვეტილია, რომ ერთი მესხური ოდა აღდგება, თუმცა სამომავლოდ სააგენტოში ფართო პროექტის შემუშავებას აპირებენ.

„საროზე გვაქვს ძირითადი აქცენტი, რომელიც აუცილებლად უნდა დაიწყოს.  2021 წელს ვფიქრობთ, რომ საროში ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი  მესხური ოდა გაკეთდება. შემდეგისთვის  გარკვეულ ერთიან პროგრამაზე ვმუშაობთ, რომ ასეთი სახლების გადარჩენა ერთიანი პროგრამით მოხდეს და არა ერთი ამოგლეჯილი კონტექსტით“, – ამბობს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკოლოზ ანთიძე.

მისივე განმარტებით, უკვე არსებობს პროექტი მეხური ოდის გადასარჩენად, თუმცა ტენედერი სავარაუდოდ 2021 წელს გამოცხადდება:

„დოკუმენტალურად ყველაფერი მზად არის იმისთვის, რომ ფიზიკურად შეხება მოხდეს და გარდა მაგისა, ჩვენ ჭაჭკარში გვაქვს რამდენიმე ოდა სახლის პროექტიც მომზადებული, ასე რომ ამ პროცესებს, რისი პროექტებიც გვიდევს ჩვენ ნელ-ნელა ეტაპობრივად განვახორციელებთ, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, ამისთვის საჭიროა ცალკე დიდი პროგრამის შემუშავება, პარალელურ რეჟიმში 2021 წლისთვის დაიწყება მუშაობა“.

ასპიძის სოფელ საროში ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა ხუთი წლის წინ დაანონსდა. 2018 წელს დასრულდა ერთი მესუხი ოდის რეაბილიტაციისს პროექტიც, თუმცა როგორც მაშინ მუნიციპალური განვითარების ფონდში განმარტავდნენ, ტენდერი იმის გამო ვერ ცხადდებოდა, რომ არც კომპანია და არც ფიზიკური პირი არ არსებობდა, რომელიც დარბაზის რეაბილიტაციის შემდეგ მისი მოსარგებლე გახდებოდა.

ასპინძის მუნიციპალიტეტში სულ 64 მესხური საცხოვრისია. მათი ნაწილი 48 ნასოფლარზე, ასევე მოქმედ სოფლებშია გაბნეული. მათ შორის, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 30 მესხურ სახლს 2012–2017 წლებში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული. აქედან 11 – ვარგავში, რვა – ზემო თმოგვში, ორი – საროში, სამი – ქუნცაში, ორი – ნიჯგორში, ერთი –ტოლოშში, ერთი კი თოკშია განთავსებული.