ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარეს კორონავირუსი დაუდასტურდა

356

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს, გელა ნოზაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა, იგი მკურნალობას ხაშურის კლინიკაში გადის. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

„ვირუსი კვირას დამიდასტურდა, სუნთქვის უკმარისობა, სახსრების ტკივილი, თითქმის ყველაფერი გამომივლინდა რაც ახასითებს”, –ამბობს გელა ნოზაძე.

ჯანმრთელობის მდგომარეობის  გართულების შემდეგ, იგი სამკურნალოდ ხაშურში, კლინიკა “გორმედში” გადაიყვანეს.

მისი თქმით, საკრებულო მუშაობას დროებით დისტანციურ რეჟიმში გააგრძელებს.

„13 ნოემბრიდან შვებულებაში ვარ, ბოლოს საკრებულოს სხდომა ხუთშაბათს გვქონდა, ყოველთვის პირბადით ვიყავი, ფიზიკური შეხება არავისთან მქონია.  ამჟამად ყველა ვმუშაობთ დისტანციურ რეჟმზე“, – ამბობს ნოზაძე.

სამცხე–ჯავახეთში ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 1 443–მდე გაიზარდა. გარდაიცვალა 15 პაციენტი.