აბასთუმანში “თამარის ციხეს” რეაბილიტაცია ჩაუტარდება

1216

დაბა აბასთუმანში X საუკუნით დათარიღებული „თამარის (ოძრხის)  ციხეს“, რეაბილიტაცია ჩაუტარდება. ციხის გაწმენდითი სამუშაოები აგვისტოში დაიწყო და ოქტომბერში დასრულდა. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს პროექტირება. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.

„გაწმენდის შემდგომ პროექტირების პროცესი მიმდინარეობს და 2021 წლიდან დაიწყება უკვე  აღდგენითი სამუშაოები, კონსერვაცია, რესტავრაცია და ა.შ. იმ ნაწილების, რაც საჭიროებს გადაუდებელ ჩარევებსა და გამაგრებებს“, – ამბობს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგნეტოს ხელმძღვანელი, ნიკოლოზ ანთიძე.

მისივე თქმით, ციხის გაწმენდით სამუშაოებსა და კვლევას ფონდი „ქართუ“ აფინანსებს: „ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით ხორციელდება, მე ნადმვილად არ შემიძლია მათ ბიუჯეტზე საუბარი, თუმცა გაწმენდა-პროექტირება ცოტა არ დაჯდებოდა“, – ამბობს ანთიძე.

„თამარის ციხე“ ოცხისა და კურცხანის შესართავთან წამომართულ წყალგამყოფ ქედზე მდებარეობს. იგი ფეოდალის რეზიდენციაა, ციხე-დარბაზი წარმოდგენილია საკუთარი კარის ეკლესიით, მისაღები დარბაზითა და სხვა სათავსებით.

ციხე-სიმაგრის კედლების სიმაღლე დაახლოებით 15 მეტრამდე აღწევს.