მარტვილში გაზიფიცირების სამუშაოები მიმდინარეობს

342

მარტვილის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირების სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს სალხინოს ადმინისტრაციული ერთეულის გაზიფიცირება,  ჯამურად, აშენდება 64 106 გრძივი მეტრის გაზსადენი და გაზიფიცირდება სალხინოში მცხოვრები 888 ოჯახი.

მიმდინარე სამუშაოები მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა – ალექსანდრე გრიგალავამ დაათვალიერა.

მარტვილის მუნიციპალიტეტში, დღეის მდგომარეობით, გაზიფიცირებულია ხუნწის, ნაგვაზაოს, ვედიდკარის, ინჩხურის ადმინისტრაციული ერთეულები და დიდი ჭყონის ცენტრალური ნაწილი. ასევე, გაზიფიცირებულია ქ. მარტვილი, ნახარებაო, საელიაო, ნალეფსაო და ქვაითის უბანი. ახლახანს დასრულდა ლეხაინდრაოს, ნაჯახაოს, ბანძის, ონოღიის ადმინისტრაციულ ერთეულებში ცენტრალური მაგისტრალის გაყვანა და სულ მალე ქსელში ჩართვის შესაძლებლობა ექნება 2 594 აბონენტს.

მარტვილის მუნიციპალიტეტში 2013 წლიდან დღემდე აშენდა 206 195 გრძივი მეტრი გაზსადენი, 3605 აბონენტს საშუალება მიეცა ისარგებლოს ბუნებრივი გაზით.