მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოები იწყება. მუნიციპალიტეტში მიწების რეგისტრაცია მიმდინარე წლის მაისში დაიწყება და 2024 წლის აგვისტოში დასრულდება.
საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების დაწყების განრიგი ასეთია:
2022 წელი – ლეხაინდრაო – მაისი; ნაგვაზაო – მაისი; ბანძა – ოქტომბერი.
2023 წელი – ხუნწი – მაისი; მარტვილი – მაისი; სერგიეთი – მაისი; გაჭედილი – აგვისტო; ინჩხური – აგვისტო; სალხინო – აგვისტო; ნახუნაო – ნოემბერი; დიდი ჭყონი – ნოემბერი.
2024 წელი – თამაკონი – ივნისი; გურძემი – ივნისი; კიწია – ივნისი; დოშაყე – ივნისი; ტალერი – ივნისი; კურზუ – აგვისტო; ვედიდკარი – აგვისტო; ონოღია – აგვისტო; ნაჯახაო – აგვისტო; აბედათი – აგვისტო.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ მიწის სისტემურ რეგისტრაციას 2024 წლის ბოლომდე ყველა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაასრულებს. მიწის სისტემური რეგისტრაცია არ შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებსა და თვითმმართველი ქალაქების: თბილისს, ბათუმს, ქუთაისს, რუსთავსა და ფოთს.
სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში მოქალაქეები საფასურის გადახდის გარეშე მიიღებენ შემდეგ მომსახურებებს: მიწის ნაკვეთების საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოები; უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოძიება და სისტემატიზაცია; გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერების დამოწმება; სანოტარო მედიაცია; მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება; ფაქტების კონსტატაცია; მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის, უფლების დამადასტურებელ დოკუმენტთან იდენტურობის დადგენა; მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების და მასში ცვლილების რეგისტრაცია.