2020 წლის სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ასურეთში სპორტული მოედანი მოეწყო.
ტრენაჟორების მოწყობისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 15 831, ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტიდან 9269 ლარი გამოიყო. სამუშაოები “გეო-გრინმა“ განახორციელა.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამით, მუნიციპალიტეტებში მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები ფინანსდება. 5-დან 20 ათას ლარამდე თანხა კი დასახლების ზომის მიხედვით ნაწილდება.