ბორჯომის მერიამ, მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტის მასშტაბით 16 ფიტნეს ზონა მოაწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
„გარეგამოყენების ფიტნეს ტრენაჟორები როგორც ქალაქის ტერიტორიაზე, ასევე ბორჯომის მუნიციპალიტეტის მიმდებარე სოფლებში განთავსდა. კერძოდ: სოფელი მზეთამზე; სოფელი დაბა; სოფელი სადგერი; სოფელი ვარდგინეთი; სოფელი ზანავი; სოფელი ჩითახევი; სოფელი ქვაბისხევი; სოფელი ტაძრისი; სოფელი ციხისჯვარი; პანსიონატი პლატო; სოფელი ლიბანი; ქალაქი ბორჯომი, რუსთაველის ქუჩის მიმდებარე ტერიტორია; ქ.ბორჯომი თორის ქ N6;სოფელი კორტანეთი; სოფელი ანდეზიტი; ქალაქი ბორჯომი, ვაშლოვანის დასახლება.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია, ფიტნეს ზონების მოწყობას მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს. მერიის მიზანია, მუნიციპალიტეტის მასშტაბით ყველა დასახლებული პუნქტი სპორტული ინფრასტრუქტურით აღიჭურვოს“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.