თამარ ჟვანია თუ სადმე საარჩევნო უბანზე მივა, „სირცხვილის კორიდორი“ აუცილებლად დახვდება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, სხვა შემთხვევაში, „სირცხვილის კორიდორს“, მოქალაქეების წინააღმდეგ არ ეთანხმება.
„თუ რამე სადმე კორიდორი იქნება, ეს შეეხება მხოლოდ და მხოლოდ ჩინოვნიკებს, მაგალითად, თამარ ჟვანია თუ სადმე მივა საარჩევნო უბანზე, აუცილებლად იქ დახვდება სირცხვილის კორიდორი. საუბარია მხოლოდ მაღალი თანამდებობის პირებზე, თუ ასეთი რამე დაიგეგმება. სხვა შემთხვევაში რამე სირცხვილის კორიდორს, ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ არ ვეთანხმები“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.
ცნობისთვის, ბათუმში, კვირას გამართულ აქციაზე “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ვარშალომიძემ აქციის მონაწილეებს მოუწოდა 21 ნოემბერს, არჩევნების მეორე ტურის დღეს უბნებთან “სირცხვილის კორიდორი” მოაწყონ. ვარშალომიძის ამ მოწოდებას არც ერთი ოპოზიციური პარტია არ დაეთანხმა. გარდა ამისა, ვარშალომიძის მოწოდება თვით “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, სალომე სამადაშვილმაც გააკრიტიკა.