ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ არ დააკამყოფილა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სარჩელი ზუგდიდის მე-11 მაჟორიტარული ოლქის შედეგებზე საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულების გაბათილების შესახებ. სასამართომ მიიჩნია, რომ ოპოზიციურ პარტიას ამ მოთხოვნის დასასაბუთებლად საკმარისი მტკიცებულებები არ ჰონდა წარდგენილი. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
თავის მხრივ “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” აცხადებენ, რომ სასამართლომ მიიღო ისეთი გადაწყვეტილება, როგორიც სურს მმართველი პარტიის დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს. ოპოზიცია ამ შედეგის გასაჩივრებას გეგმავს, მიუხედავად იმისა, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში არ აქვს სასამართლოს სამართლიანი გადაწყვეტილების იმედი.
“სასამართლომ თეთრზე თქვა შავიაო, შავზე თეთრიაო – სწორად მოიქცაო “ქართული ოცნება”, როცა გააბათილა ეს შედეგები და ძალით, ყველანაირი კანონის უგულვებელყოფით გადაასწორა შედეგები და მოგება მიაწერა თავის, “ქართული ოცნების” კანდიდატს”, – განაცხადა სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გიორგი ფიფიამ.
8 ოქტომბერსზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიამ დააკმაყოფილა მმართველი პარტიის საჩივარი, მე-11 საარჩევნო მაჟორიტარული ოლქის ბათილი ბიულეტენების გადათვლაზე. შედეგად, “ქართულ ოცნებას” 12 ხმა დაემატა, გახარიას პარტიას 2, ერთი კი ენმ-ს. ამ გადაწყვეტილებით, ოლქში პირველი ტურის შედეგი შეიცვალა და თუ მანამდე კონკურენტზე ორი ხმის უპირატესობით იმარჯვებდა “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი, გადათვლის შემდეგ გამარჯვებული “ქართული ოცნების” კანდიდატი გახდა. ენმ თვლის, რომ საოლქო საარჩევნო კომისიამ ოლქში შენახული დალუქული კონვერტები გახსნა და “ქართული ოცნების” სასარგებლოდ ჩაასწორა ბიულეტენები.