პარტია “დროას” მიერ, საოლქო საარჩევნო კომისიების წინააღმდეგ შეტანილი სარჩელების საფუძველზე, რამდენიმე სასამართლო სხდომა გაიმართება

320

საქალაქო სასამართლოში, პარტიის „ელენე ხოშტარია – დროას” მიერ, საოლქო საარჩევნო კომისიების წინააღმდეგ შეტანილი სარჩელების საფუძველზე, რამდენიმე სასამართლო სხდომა გაიმართება.

დღევანდელ პროცესზე, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს, საბურთალოს საოლქოს წინააღმდეგ შეტანილ სარჩელს განიხილავენ.

როგორც „დროას“ იურისტი ქეთი ბაქარაძე აცხადებს, ისინი უბნების ხელახალ გადათვლას ითხოვენ.

„უბნების გადათვლას ვითხოვთ, რადგან ოქმებში დისბალანსია, ასევე მაღალია ბათილი ბიულეტენების რაოდენობა. ეს მიზეზია რის გამოც, გადათვლას ვითხოვთ. მათი არგუმენტია, რომ უკვე გადათვალეს უბნები, მათ შორის, ლოტოტრონის პრინციპით და დაამატეს 4 უბანი, თუმცა, საინტერესოა, რომ მხოლოდ უბნების ბათილი ბიულეტენების რაოდენობა გადათვალეს და არა მთლიანად პროპორციული ბიულეტენები. გადათვლებმა გვაჩვენა, რომ ხმებშიც იყოს აცდენები და სხვა სუბიექტს ჰქონდა მინიჭებული ხმების რაოდენობა, რაც რეალურად მისი არ იყო“, – განაცხადა ქეთი ბაქარაძემ.