საახალწლო განათებების შესაძენად და ქუჩების მოსართავად ბათუმის მერიამ ტენდერი გამოაცხადა. ღირებულება 500 ათასი ლარია. მასში გათვალისწინებულია ახალი განათებების შეძენაც. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
წელს ბათუმში სულ 17 ქუჩის განათებაა დაგეგმილი. მათ შორის განათდება ქალაქის შემოსასვლელი ქუჩები და შენობების ფასადები.
ახლადშემოერთებული ტერიტორიების და გარეუბნების განათება წელსაც არაა გათვალისწინებული. ტენდერი 27 ნოემბერს უნდა დასრულდეს.