ზუგდიდის მუნიპალიტეტს მერს გიორგი შენგელიას კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ მან Facebook-ზე დაწერა.
“ახალი კორონავირუსი დამიდასტურდა. გუშინ სიმპტომების დაწყებისთანავე გადავედი თვითიზოლაციაში. მუშაობას ვაგრძელებ განსხვავებულ რეჟიმში – დისტანციურად. ყველას ჯანმრთელობას გისურვებთ”,- წერს გიორგი შენგელია.
შენგელია თავს კარგად გრძნობს და მკურნალობას სახლში გადის.
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 3 120 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამასთან, გამოჯანმრთელდა 2 358 პირი, გარდაიცვალა კიდევ 33 ადამიანი.
ჯამში, COVID 19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 69 681-ს, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაა — 52 169, ხოლო გარდაცვლილთა საერთო რიცხვია 599.