ხაზარაძე: ვიდრე არ ჩატარდება ახალი არჩევნები, არ შეიცვლება ცესკო, ხელისუფლება არ აღიარებს, რომ მუხანათურად წაართვეს ადამიანებს ხმის უფლება, არანაირი მოლაპარაკება არ იქნება

300

„ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა ხარაზაძის განცხადებით, სანამ არ ჩატარდება ახალი არჩევნები, არ შეიცვლება ცესკო და ხელისუფლება არ აღიარებს, რომ ძალიან ცუდად, მოტყუებით, მუხნათურად წაართვეს ადამიანებს ხმის უფლება, არანაიარი მოლაპარაკება მმართველ გუნდთან პარლამენტში შესვლაზე არ იქნება.

როგორც მამუკა ხაზარაძემ რუსთაველზე ჟურნალისტებს განუცხადა, ამ ქვეყანაში უნდა დამთავრდეს სიყალბე, ტყუილი, ხმების ქურდობა და საქართველოს მიეცეს საშუალება აღმშენებლობა დაიწყოს.

„პროტესტი არის სამართლიანი. ამ ქვეყანაში არჩევნები გააყალბეს, მომავლის პერსპექტივა წაართვეს ჩვენ ქვეყანას.

ყველაფერი ეს ემსახურება ერთ რამეს, რომ ამ ქვეყანაში დამთავრდეს სიყალბე, ტყუილი, ხმების ქურდობა და ამ ქვეყანს მიეცეს საშუალება, რომ დაიწყოს აღმშენებლობა.

სანამ არ ჩატარდება ახალი არჩევნები, სანამ არ შეიცვლება ცესკო, სანამ ეს ხელისუფლება არ აღიარებს, რომ ძალიან ცუდად, მოტყუებით, მუხნათურად წაართვეს ადამიანებს ხმის უფლება, არანაიარი მოლაპარაკება არ იქნება. ეს დამთავრებული ამბავია! ჩვენ აქ არ ვლაპარაკობთ ოპოზიციის თემაზე, ვლაპარაკობთ რიგითი ამომრჩევლის უფლებების დაცვაზე. დემოკრატიის წესებზე ვსაუბროვთ აქ და არაფერ შუაშია ოპოზუიციასთან მოლაპარაკება-არმოლაპარაკება“, – განაცხადა ხაზარაძემ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტთან ოპოზიციური პარტიების ერთობლივი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

აქციაში თბილისის გარდა, რეგიონებიდან ჩამოსული მოქალაქეებიც მონაწილეობენ.

ცნობისთვის, ოპოზიციური სპექტრი და აქციის მონაწილეები საპარლამენტო შედეგებს არ აღიარებენ და ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ. ისინი მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებამ ცეკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას ხელშეწყობით არჩევნები გააყალბა, რის გამოც, აქვიის მონაწილეები მის გადადგომასაც ითოხვენ. მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ისინი საპროტესტო აქციების გაგრძელებას აანონსებენ.

ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც 1 %-იანი ბარიერი გადალახეს, ახალი მოწვევის პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს.