მდინარაძე: ხმების გადათვლის შედეგად, ბათუმში მმართველი პარტიის შედეგები მცირედით გაუმჯობესდა

322

ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, რაც არ უნდა ირონიულად ჟღერდეს, ხმების გადათვლის შედეგად მმართველი პარტიის შედეგები, მაგალითად, ბათუმში მცირედით გაუმჯობესდა. მისივე თქმით, არანაირი მნიშვნელოვანი დარღევა, რასაც შეიძლებოდა ქართული ოცნებისთვის უპირატესობა მიენიჭებინა, არ დაფიქსირებულა.

“მეტიც რაც არ უნა ირონიულად ჟღერდეს და პარადოქსული იყოს, გადათვლის შედეგად მმართველი პარტიის შედეგები მცირედით გაუმჯობესდა. მაგალითად, ბათუმში იყო უბანი, სადაც მმართველ პარტიას ჰქონდა მხოლოდ და მხოლოდ ხმები დაკლებული, თუ არ ვცდები 13 ხმაზეა საუბარი. ამ ყველაფერს ესწრებოდნენ და ეთანხმებოდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები და მათ გადათვლის დროს პრეტენზიები არ განუცხადებიათ. შემდეგ კი, პარალელურად საოლქო კომისიის შენობებთან მიტინგსა და დესტრუქციას აწყობდნენ”, — განაცხადა მდინარაძე.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გუშინ, 5 ნოემბერს განაცხადეს, რომ 11-მა საოლქო საარჩევნო კომისიამ შესწორებები 20 შედეგთან დაკავშირებით შეიტანა, საიდანაც 3 გადასატანი ყუთის მონაცემები ბათილად ცნეს, 9 შემთხვევაში შედეგები გასწორდა, 8 შემთხვევაში კი მონაცემები უცვლელი დარჩა