ველისციხის რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტი, სავარაუდოდ, გაზაფხულიდან დაიწყება. სამუშაოებზე ტენდერი ნოემბერში გამოცხადდება.
რეაბილიტაციაზე 28 მილიონ ლარამდე დაიხარჯება, რის შემდეგაც არქიტექტურული თვალსაზრისით გამორჩეული და მდიდარი ისტორიული წარსულის მქონე სოფელი ტურისტული ცენტრი გახდება. რას მოიცავს პროექტი და რა მოლოდინები აქვს მოსახლეობას? – თემაზე სიუჟეტს გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.