ზუგდიდის მერიას საარჩევნო პლაკატების გასაკრავად სპეციალური სტენდების დამზადების უზრუნველყოფა დაევალა. საკრებულოს მიერ მიღებული განკარგულების შესაბამისად,მერია საარჩევნო სუბიექტებს ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრებისა და დისკუსიების ორგანიზებასა და ჩატარებაში უნდა დაეხმაროს და სამართალდამცავი ორგანოების მეშვეობით მათი უსაფრთხოება დაიცვას.
გარდა ამისა, 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობები არჩევნების ჩასატარებლად უსასყიდლოდ, უზუფრუქტის ფორმით გადაეცემა.
საუბარია საჯარო სკოლებზე, ბაღებზე, სხვა დაწესებულებებსა და კერძო სახლებზე, სადაც საარჩევნო უბნები განთავსდება.
საარჩევნო კოდექსის შესაბამისად, შენობა-ნაგებობების კომუნალური ხარჯები ქალაქის მერიის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაიფარება.
წყარო: radioatianeti.ge