ოპოზიცია დღეს სამომავლო გეგმაზე იმსჯელებს და საერთო დოკუმენტს გააფორმებს

435

ოპოზიციური პარტიები დღეს, 3 ნოემბერს სამომავლო გეგმაზე იმსჯელებს, ასევე, გაფორმდება დოკუმენტი, რომელზეც ხელისუფლების ოპონენტები ხელმოწერით დაადაასტურებენ, რომ უარს ამბობენ პარლამენტში შესვლაზე. მათი შეფასებით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები “ქართულმა ოცნებამ” გააყალბა და ის არალეგიტიმურია.

“გავაგრძელებთ პროტესტს, კვირას იქნება ძალიან დიდი აქცია და შემდეგ, ასევე, იქნება გრანდიოზული აქცია როცა დაინიშნება პირველი პარლამენტის სხდომა, გასაპრავებელი სხდომა ამ პარლამენტის. ან მარტო იქნება “ქართული ოცნება” ან თამარ ჟვანიას ადმინისტრაციის გარეშე ჩატარდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები”, – თქვა “ევროპული საქართველოს” ლიდერმა, გიგი გუგულავამ.

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, ოპოზიცია 12 საათზე შეიკრიბება და ხელს მოაწერს რიგარეშე არჩევნებისა და საარჩევნო ადმინისტრაციასთან დაკავშირებულ საკითხებს.

ოპოზიციის მაშტაბური აქცია 8 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე გაიმართება. ისინი ხელისუფლებას კი კიდევ ერთხელ მოუწოდებენ ხელახალი არჩევნებისკენ.