არც მეორე ტურში გავდივარ და არც პარლამენტში შევდივართ, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტატი დეპუტატობის კანდიდატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
ხატია დეკანოიძე მთელი ღამის განმავლობაში მხარდჭერებთან ერთად რუსთაველის გამზირზე იმყოფებოდა.
მისი თქმით, საქართველოში ამ არჩევნების მოპარვით,უკან უდიდესი ნაბიჯი გადაიდგა.
“ამიტომ ადამიანების მიერ ნებისმიერი საშულებით პროტესტის გამოხატვა, ძალიან მნიშვნელოვანია. ვიდრე, ბოლო ადამიანი იქნება, ვიქნები აქ. 8 ნოემბერს დაგეგმილი გვაქვს ძალიან დიდი აქცია, რომელიც იქნება ერთიანი ოპოზიციური. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შემოუერთდეს”,- აღნიშნა მან.
მისი თქმით, აქციას რეგიონებიდანაც შეუერთდებიან.
“დარწმუნებული ვარ, მთელი ოპოზიციური სპექტრი არ მიანიჭებს ლეგიტიმაციას იმ გაყალბებას და მოპარულ, კრიმინალურ არჩევნებს, რომელიც ჩაატარა ბიძინა ივანიშვილმა.შესაბამისად, არც მეორე ტურში გავდივარ, არც ამ მანდატებით პარლამენტში შევდივარ”, – აღნიშნა მან და დასძინა, ” ვიმედოვნებ, ეს საერთო ოპოზიციური გადაწყვეტილება იქნება”.
აქცია რუსთაველის გამზირზე ამ დროისთვის დასრულებულია.