მცხეთის, დუშეთის, ყაზბეგისა და თიანეთის საარჩევნო ოლქში პარტია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტობის კანდიდატი, შალვა კერესელიძე ლიდერობს. მას 52.33%-იანი მხარდაჭერა აქვს.
მეორე ადგილზეა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ცეზარ ჩოჩელი 30.12%-ით, მესამე ადგილზე კი, არის „თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის”, რომელსაც მხარი ამომრჩეველთა 5.85 %-მა დაუჭირა.
საარჩევნო ოლქში, 132 უბნიდან, ამ დროისთვის 51 უბნის მონაცემებია დათვლილი.