არჩევნები თავზე დაგვახიეს ჰქვია ამას! თუ გაუვათ, მეტის ღირსები ვიქნებით, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი, ნანა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.
როგორც ის აღნიშნავს, არჩევნები მნიშვნელოვანი დარღვევებით ჩატარდა.
„მკვდარი სულები, კარუსელები, სახლში აღმოჩენილი უცხო ადამიანები გავიგე, მაგრამ გადაკეთებული ოქმები გაგიგიათ? 18 ხმა ეწერა „ოცნებას“ ოქმზე, როცა ხელი მოაწერა კომისიის ყველა წევრმა და დილით აწერია 48. (ასლი ინახება, სადაც 18 ეწერა)
არჩევნები თავზე დაგვახიეს ჰქვია ამას!
თუ გაუვათ, მეტის ღირსები ვიქნებით და თუ არ გაუვათ, გაიმარჯვებს ქართველი ხალხი“, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.