მარნეულის მე-3 საარჩევნო უბანზე ხმის დათვლის პროცესი ხმაურის ფონზე მიმდინარეობს

346

მარნეულის მე-3 საარჩევნო უბანზე ხმის დათვლის პროცესი ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.

“ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარობის კანდიდატის განცხადებით, ისინი დიდი უპირატესობით იგებდნენ, რის შემდეგაც, “ქართული ოცნების” წარმომადგენლები საარჩევნო უბანზე შევიდნენ, შუქი ჩააქრეს და ბიულეტინები ჩაყარეს.

ამ დრომდე ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი. აქ იმყოფება უშუალოდ პოლიციის სამმართველოს უფროსი რუსლან იოსელიანი. მისი განმარტებით, კონკრეტულ კითხვებზე პასუხს საზოგადოება პრესსამსახურისგან გაიგებს.