პარლამენტის გარდა, პოლიციის მობილიზაცია კანცელარიასთანაც შეინიშნება

288

პოლიციის დამატებითი ძალები არამარტო პარლამენტის შენობასთან და მის შიდა ეზოში, არამედ მთავრობის კანცელარიასთანაც არიან მობილიზებული.

შეგახსენებთ, რომ თბილისის პარლამენტის შენობაში 6 ყვითელი ავტობუსით საპოლიციო ძალები ცოტა ხნის წინ შეიყვანეს, კონკრეტულად რომელი დანაყოფია ჯერჯერობით უცნობია.

ასევე შეგახსენებთ, რომ 19:00 საათიდან გაერთიანებული ოპოზიცია თბილისელებს რუსთაველის გამზირზე, მათი თქმით, დამაჯერებელი გამარჯვების აღსანიშნავად ეპატიჟება, რასაც, სავარაუდოდ, პოლიციის მობილიზება მოჰყვა.