გლდანის 79-ე უბანზე დაპირისპირების შედეგად ჟურნალისტს ტელეფონი დაუზიანდა

387

გლდანის #79 უბანთან “ქართული ოცნების” მხარდამჭერები და “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

ადგილზე პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო. ამ დროისთვის ინციდენტი ამოწურულია, თუმცა, სამართალდამცავები მუშაობას განაგრძობენ.

დაპირისპირების შედეგად ერთ-ერთი მედიის წარმომადგენელს მობილური ტელეფონი დაუზიანეს. ასევე ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ტვ “ფორმულას” ოპერატორს, დაზიანება მიიღო ტვ “პირველის” ჟურნალისტმაც.

TV პირველის ჟურნალისტი ჰყვება, რომ დღის განმავლობაში ადგილზე მოქალაქეები ოპოზიციის წარმომადგენლებს სიტყვიერად, ფიზიკურად უპირისპირდებოდნენ და მედიის წარმომადგენლებს საქმიანობის წარმართვაში ხელს უშლიდნენ.