მარნეულში, მე-2 საარჩევნო უბანზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები გადასატანი ყუთის ანულირებას ითხოვენ. ამის შესახებ ტაიმერი წერს.
მათი თქმით, გადასატან ყუთებში ბიულეტენები გაყალბებულია, რადგან ყუთის სარეგისტრაციo ნომრები არ ემთხვევა.
მარნეულის საოლქო კომისიის თავმჯდომარის ანა ილურიძის განმარტებით, ყუთი და ლუქების ნომრები დაზიანებული არ არის და მისი შედეგების ანულირება კანონის შესაბამისად არ არის საჭირო.