გიორგი ბოტკოველი მმართველ გუნდს „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერების დაშინებაში ადანაშაულებს

335

„ნაციონალური მოძრაობის“ თელავი-ახმეტა-ყვარელი- ლაგოდეხის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ბოტკოველი მმართველ გუნდს მათი მხარდამჭერების დაშინებაში ადანაშაულებს.

გიორგი ბოტკოველმა ეს განცხადა სოფელ ყარაჯალაში გააკეთა და ხელისუფლებას მოუწოდა, შეწყვიტონ საარჩევნო კაბინაში მოქალაქეებთან ერთად შესვლა და გაყალბება.

მისი მტკიცებით, ხმის მისაცემად მოსულ ამომრჩეველს სოფლის რწმუნებულები მიყვებიან და მართველი გუნდის მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ.

„სოფელ ყარაჯალაში მიმდინარეობს პირდაპირი დაშინება და მოსყიდვა. საარჩევნო უბნებთან კი მობილიზებულები არიან ადგილობრივები, რომლებიც პირდაპირ ჩვენი მხარდამჭერების ზეწოლას ახდენენ. ასევე, მე მინდა ხელისუფლებას და ეპიდემიოლოგებს ვკითხო, ამდენი ადამიანის მობილიზება არის თუ არა საფრთხე კორონავირუსის გავრცელების“, – განაცხადა ბოტკოველმა.

თავის მხრივ, თელავის საოლქო კომისიის თავმჯდომარემ, რევაზ გაიპარაშვილმა აღნიშნა, რომ ვითარებას შეისწავლის, თუ რა დარღვევები იკვეთება სოფელ ყარაჯალაში უბნებზე.