ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერების თქმით, უბნის გარშემო ე.წ. საეჭვო ადამიანები გადაადგილდებიან.
“აქ არიან მოძველბიჭო ელემენტები, “ოცნების” ხალხთან ერთად გადაადგილდებიან ცდილობენ ზეწოლა მოახდინონ ამომრჩევლებზე”, – გვითხრა ერთ-ერთმა ადგილობრივმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.
უბნის სიახლოვეს “ქართული ოცნების” პარტიული დროშაა გამოფენილი.
ტყაიის საბავშვო ბაღის შენობაში განთავსებულ #71 საარჩევნო უბანზე სულ 977 ამომრჩეველია რეგისტრირებული, მათგან 526 ქალია, 451 კი კაცი.