ქამადაძე: „ქართული ოცნება” კარტოფილით და ხახვით კვლავ აგრძელებს ამომრჩევლის მოსყიდვას

452

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის მირდატ ქამადაძის განცხადებით, “ქართული ოცნება” ამომრჩევლების მოსყიდვას სურსათით ცდილობს. მირდატ ქამადაძის ინფორმაციით, მიკროავტობუსებით საარჩევნო უბნებთან კარტოფილი და ხახვი მიაქვთ, რისი ვიდეო მასალაც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა მოიპოვა.

„კარტოფილი და ხახვი, როგორც ჩანს, “ქარული ოცნება” ამ მეთოდებით აგრძელებს კვლავ, ქართველი ამომრჩევლის მოსყიდვას, ვიდეო დამადასტურებელი მტკიცებულებები გვაქვს. ჩვენმა წარმომადგენელმა 84-ე უბანზე, ეს ფაქტი დააფიქსირა. მოვუწოდებ “ქართულ ოცნებას” და ხელისუფლებას, რომ მიუხედავად იმისა, რომ ხალხი გაჭირვებულია ქართულ საზოგადოებას დაამომრჩეველს, არ დაუკარგავს თავმოყვარეობა და რასაც თქვენ აკეთებთ, ეს არის შეურაცხყოფა, ქართველი ხალხის და ჩვენი ამომრჩევლის. მინდა, საზოგადოებას ვუთხრა, რომ ამ სამარცხვინო ფაქტის წინააღმდეგ, რასაც ხელისუფლება კადრულობს პასუხი მკვეთრია, მოდით მეგობრებო არჩევნებზე და მხარი დავუჭირეთ ცვლილებებს. მეორე ფაქტი, რაც ბათუმის უბნებში დაფიქსირდა, მოგეხსენებათ, რომ კოვიდთან დაკავშირებით სპეცსიები არსებობს და რამდენიმე ფაქტი, ჩვენმა წარმომადგენელმა დააფიქსირა, რომ სპეცსიაში მითითებული ადამიანი აღმოჩნდა საარჩევნო უბანზე და ხმის მიცემას ცდილობდა, ეს მიუთითებს იმაზე, რომ “ქართული ოცნება” კოვიდის გამოყენებას არჩევნების გასაყალბებლად იყენებს. მოვუწოდებ ხელისუფლებას, ხელი აიღოს მსგავსი ქმედებებისგან”,- აცხადებს მირდატ ქამადაძე.