„ნაცმოძრაობის“ ინფორმაციით, ზუგდიდის 2 საარჩევნო უბნიდან მათი დამკვირვებლები და კომისიის წევრი გამოაძევეს

357

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ანი წითლიძის ინფორმაციით, ზუგდიდის 2 საარჩევნო უბნიდან “ნაციონალური მოძრაობის” დამკვირვებლები და კომისიის წევრი გამოაძევეს.

მისი თქმით, გამოძევების მიზეზი არის, რომ დამკვირვებლებს გადაღების უფლება არ მიეცათ.

წითლიძის განმარტებით, მათი წარმომადგენლები უბანში ე.წ. ბეიჯებითა და სრული წესის დაცვით შევიდნენ, თუმცა, უფლებამოსილების განხორციელების საშუალება არ მიეცათ.

წითლიძის ინფორმაციით, დამკვირვებლები და კომისიის წევრი 26-ე და 55-ე უბნებიდან გამოაძევეს.