დედაენის ბაღის რეაბილიტაციის დასრულება გადავადდა

61

დედაენის ბაღის რეაბილიტაციის დასრულების ვადებმა ორი თვით გადაიწია. ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

დედაენის ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები კონტრაქტორ კომპანიას ხელშეკრულების მიხედვით თავდაპირველად 2020 წლის 27 აგვისტოს უნდა დაესრულებინა, თუმცა 2020 წლის აგვისტოში ხელშეკრულებაში შესული ცვლილებების ვადამ 15 ოქტომბრამდე გადაიწია. შემდეგ კი როგორც აღმოჩნდა, კონტრაქტორმა სამუშაოების შესრულება დათქმულ ვადებში კვლავ ვერ შეძლო, შესაბამისად, მორიგი ცვლილებების თანახმად სამუშაოების ვადამ 2020 წლის 15 დეკემბერამდე გადაიწია.

შეგახსენებთ, დედაენისა და 9 მარტის ბაღებში სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი მიმდინარე წლის თებერვალში დაიწყო, რომლის ღირებულებაც 17.5 მილიონი ლარია.