“ოცნება” ბოლნისში “ნაცმოძრაობის” მხარდამჭერებს სამსახურიდან ათავისუფლებს

419

“ქართული ოცნება” ბოლნისში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხარდაჭერებს სამსახურიდან ათავისუფლებს, ამის შესახებ ადგილობრივები უკვე ღიად ალაპარაკდნენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ ბოლნისელების სახლებში უცნობ პირებს და ემიგრანტებს წერენ. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს. 

“მე წამოვედი ქართული ოცნებიდან იმის გამო, რომ გამიჩნდა პროტესტის გრძნობა არანაირი მხარდაჭერა და გვერდში დგომა არ მიგრძვნია მათგან და იყო ტყუილი დაპირებები, მე რომ ვერ დამითანხმეს ჩემი მეუღლე დაიბარეს და იგივე პირობა წაუყენეს რომ თქვენი მეუღლე უნდა წამოიყვანოთ კახა ოქრიაშვილის შტაბიდანო, რაზეც ჩემმა მეუღლემ უარი თქვა, ამიტომ გაათავისუფლეს სამსახურიდან. რომ გააჩეროთ კაზრეთის მოსახლეობა არავინ არ დაგელაპარაკებათ, ოჯახებში ჩურჩულით ლაპარაკობენ ისე არიან დაშინებული”, – ამბობს ბოლნისის მკვიდრი, ირმა მენაბდიშვილი.

სოფელ კაზრეთის მოსახლეობას თავიანთ სახლებში ზედმეტად ჩაწერილი უცნობების ან ემიგრანტების შესახებ საარჩევნო საცნობარო ფურცლებიც მისდით. მოსახლეობის უმეტესობა ამბობს, რომ ჩაწერილ პირებს არ იცნობს.

გარდა ამისა, “ქართული ოცნება” ყალბ ფლაერებს არიგებს ბოლნისის იმ სოფლებში, სადაც ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსახლეობა ცხოვრობს. ფლაერებში წერია, რომ კახა ოქრიაშვილი, ენმ-ს მაჟორიტარობის კანდიდატი ბოლნისში, ყარაბაღში მედიკამენტებით ფულით და იარაღით ამარაგებს სომხებს, რასაც კახა ოქრიაშვილის შტაბის წევრები ოცნების მხრიდან ბინძურ კამპანიად აფასებენ.