ფოთში ადმინისტრაციული შენობა გაქურდეს

415

ფოთში, მალთაყვის უბანში, ადმინისტრაციული შენობა გაქურდეს. მერის წარმომადგენლის, უჩა დოლიძის თქმით, შენობიდან წაღებულია ორი კომპიუტერი.

„წაღებულია ორი კომპიუტერის პროცესორი. კარები დაკეტილი დაგვხვდა. სავარაუდოდ, ფანჯრიდან შევიდნენ. პოლიცია დაადგენს ყველაფერს,“ – განაცხადა მერიის წარმომადგენელმა მალთაყვის უბანში, უჩა დოლიძემ.

ტერიტორია ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

მისივე თქმით, დამნაშავეები, სავარაუდოდ, ფანჯრიდან შევიდნენ.