ფოთში, ნიკოლაძის სანაპიროზე გზის სრული რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყო, – ამის შესახებინფორმაციას ფოთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში 1-კილომეტრიან მონაკვეთზე დაიგება ორფენიანი ასფალტო-ბეტონის გზის საფარი, მოეწყობა გარე განათების სისტემა, სანიაღვრე არხები, ბორდიურები, გადასასვლელი ხიდბოგირები, უსაფრთხოების კუნძულები.
ასევე, მოეწყობა ველო ბილიკი.სამუშაოების ფარგლებში განხორციელდება საგზაო ნიშნების მონტაჟი და გზის მონიშვნის სამუშაოები.
პროექტის ღირებულება 2 295 064 ლარს.