ქუთაისში მერიის შენობაში არსებული მედიაცენტრის გაქურდვის საქმეზე ერთი პირი დააკავეს

337

წინა სტატია

ქუთაისში მერიის შენობაში არსებული მედიაცენტრის გაქურდვის საქმეზე ერთი პირი დააკავეს. სამართალდამცავების ინფორმაციით, ნივთმტკიცებად სრულად ამოღებულია ნაქურდალი ტექნიკა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ქურდობის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო.

შემთხვევა დღეს დილით მოხდა.

„მთავარი არხის“ ინფორმაციით, წაღებული იყო „მთავარი არხის“ იმერეთის კორესპონდენტის ლეპტოპი და „ტვ პირველის“ კუთვნილი კამერა.