არმაზ ახვლედიანი: მოვუწოდებ ,, ოცნებისა” და ,,ნაცმოძრაობის” წარმომადგენლებს, მიიღონ მონაწილეობა სატელევიზიო დებატებში

863

,,ევროპული საქართველოს” ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატი, არმაზ ახვლედიანი, პოლიტიკურ ოპონენტებს სატელევიზიო დებატებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს.

ახვლედიანის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ მიიღოს ინფორმირებული არჩევანი და ყველა სხვა შემთხვევაში ეს არჩევნები ნაკლულად, არადემოკრატიულად და უსამართლოდ ჩაითვლება.

,,მოვუწოდებ ყველას, რომ უფრო მეტი პატივისცემა გამოვხატოთ ჩვენი ამომრჩევლის მიმართ და იმ ვითარებაში, როდესაც ასეთი რთულია ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, ახლა მაინც შევძლოთ და მოვახერხოთ დებატები. უპირველესად, მე მივმართავ მთავარ კონკურენტებს, ,,ნაციონალური მოძრაობისა” და რა თქმა უნდა, ,,ქართული ოცნების” წარმომადგენლებს ბათუმში, მოვუწოდებ, რომ ეს დარჩენილი დღეები გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ჩვენმა საზოგადოებამ გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი.

ყველა სხვა შემთხვევაში ვფიქრობ, რომ ეს არჩევნები შეიძლება ჩაითვალოს ნაკლულად, არადემოკრატიულად და უსამართლოდ“, – განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

არმაზ ახვლედიანის კომენტარს ,,ევროპულის საქართველოს” პრესსამსახური ავრცელებს.