მარნეული-წითელი ხიდის მიმართულებით თვეებია ერთი და იგივე ავტობუსი მუშაობს. სწორედ ამ ავტობუსით უწევს რამდენიმე სოფლის ასობით მოქალაქეს გადაადგილება. ადგილობრივები არსებული პრობლემით წლებია შეწუხებულები არიან. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს.
მოსახლეობის სურვილი იყო, რომ მერიის ახლადშეძენილი ხუთი ავტობუსიდან ერთი მათ სოფელშიც გაეშვათ, თუმცა, ახლის გაშვება ვერ მოხერხდა. ქალაქ მარნეულში შეცვლილი ავტობისუს გაშვებას კი წეთელ ხიდზე დაჰპირდნენ.
სულ რაღაც ერთი კვირსის წინ, შპს „ავტოპარკის“ დირექტორმა რადიო მარნეულის ეთერში უთხრა მოსახლეობას, რომ „ახლო მომავალში“ ავტობუსს წითელი ხიდის მიმართულები გაუშვებდნენ. კიდევ ერთხელ ვცადეთ მასთან დაკავშირება. როგორც გიგა ჯალაღონიამ გვითხრა, წითელი ხიდის მიმართულებით ავტობუსს “ძალიან მალე” გაუშვებენ, თუმცა ზუსტი დრო მისთვის კვლავ უცნობია. ჯალაღონიას განმარტებით, ამ ეტაპზე, ტრანსპორტის შეკეთება მიმდინარეობს.
აღსანიშნავია რომ მარნეულში ჩამოყვანილი 5 ახალი ავტობუსიდან 3 ქალაქ მარნეულის, ერთი ალგეთის, ხოლო ერთი სოფელ თამარისის მიმართულებით გადაადგილდება.
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობას 5 ახალი ავტობუსს შეძენა 1 311 000 ლარი დაუჯდა.