პარტია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო „ მერობის კანდიდატების სიას ასაჯაროებს. უკვე ცნობილია სამცხე-ჯავახეთის ექვსივე მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატების ვინაობა.
ბორჯომში მერობის კანდიდატია – ლევან ლიპარტია, ახალციხეში – ზაზა მელიქიძე, ადიგენში – ზაქარია ენდელაძე, ასპინძაში – როსტომ მაგრაქველიძე, ახალქალაქში – იურიკ უნანიანი, ნინოწმინდაში – ანივარდ მოსონიანი.
ინფორმაციას ამის შესახებ ,,ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს” პრესსამსახური ავრცელებს.
წყარო: ტელეკომპანია ბორჯომი