ქრთამის აღებაში ბრალდებული, ბორჯომის ყოფილი მერი, ლევან ლიპარტია გაათავისუფლეს. საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე, გიორგი გოგიჩაიშვილი კი, ჯერჯერობით, ისევ პატიმრობაშია. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
ლევან ლიპარტია ციხიდან გუშინ გამოვიდა, მასთან დაკავშირება ამ ეტაპზე “სამხრეთის კარიბჭემ” ვერ შეძლო, გათავისუფლების ფაქტი ახლობლებმა დაგვიდასტურეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ქრთამის აღების ფაქტზე, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გოგიჩაიშვილი და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ლიპარტია, ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე მოქალაქე გიორგი ულუმბელაშვილი 2020 წლის 28 თებერვალს დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ განაშენიანების რეგულირების გეგმის საკრებულოს სხდომაზე გატანისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის სანაცვლოდ, მეწარმეს ქრთამის სახით მოსთხოვა 200 000 ლარი, საიდანაც წინასწარ გამოართვა 20 000 ლარი. აღნიშული პირი თანხის გადაცემისთანავე დააკავეს.
რაც შეეხება მერს, მან დაბა ბაკურიანში უკანონო მშენებლობების მფარველობის სანაცვლოდ, ამავე მეწარმეს 10 500 ლარი მოსთხოვა, საიდანაც ეტაპობრივად 8000 ლარი გამოართვა. ამ დანაშაულის თაობაზე ცნობილი იყო ბორჯომის მერის მეგობრისთვის – მოქალაქე გიორგი ულუმბელაშვილისთვის, რომელმაც ამის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა
გასულ წელს ორივე ბრალდებულთან საპროცესო გაფორმდა.