ფსიქიკური აშლილობის მქონე პირის საკუთარი პარტიული და საარჩევნო მიზნებისთვის ირონიულად გამოყენება არის არამხოლოდ მდაბიო საქციელი, არამედ ფიზიკური ძალადობა და შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაცია, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა თერჯოლაში “ნაციონალური მოძრაობის” პროვოკაციაზე საუბრისას განაცხადა, წერს იმედინიუსი.
მისი თქმით, რადიკალური ოპოზიცია თავისი შესაძლებლობის ფარგლებში აგრძელებს ადამიანებზე ძალადობას და ღირსების შელახვას.
„აღნიშნულ ფაქტზე ჩვენ უკვე გვქონდა რეაგირება. მასალა საერთაშორისო პარტნიორებს და დამკვირვებლებს მივაწოდეთ და დარწმუნებული ვარ, მას ძალიან მძიმე შეფასება მოჰყვება როგორც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების, ასევე ჩვენი საზოგადოების მხრიდან.
საზოგადოება კარგად ხედავს, რომ რადიკალური ოპოზიცია მთლიანად საარჩევნო პერიოდის განმავლობაში დაკავებულია მხოლოდ პროვოკაციით, ავანტიურით, ძალადობრივი ქმედებით, ისინი არ ლაპარაკობენ არც საქმეზე, არ ლაპარაკობენ, თუ როგორ შეიძლება გამოწვევების დაძლევა. ეს ალბათ ბუნებრივიცაა, რადგანაც მათ საკმაოდ დაბალი მხარდაჭერა აქვთ ამომრჩევლის და ეს ქმედებები, რომლებიც მიმართულია არა საქმიანი გარემოსკენ, არამედ მხოლოდ დესტრუქციისა და რადიკალიზაციისკენ, რომელიც არ დარჩება საზოგადოების მხრიდან შეუფასებელი და ამ შედეგებს ჩვენ ნათლად დავინახავთ 31 ოქტომბერს, როდესაც ამ რადიკალურ ოპოზიციას, როგორც ერთ დროს ხელისუფლებაში ყოფნაზე უთხრა უარი ჩვენმა ამომრჩეველმა, ახლა ოპოზიციიდანაც გააძევებს“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც “ოცნების” მტკიცებით, თერჯოლაში “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა შშმ პირს აიძულა, „ქართული ოცნების“ მაისური და პლაკატები დაეხია.
19 ოქტომბერს, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერში, დაახლოებით 15 საათზე, ნაცხროვის აქტივისტმა სპარტაკ აბულაძემ, ვიდეო გადაუღო სოფელ ეწერში მცხოვრებ ფსიქიური პრობლემების მქონე ადგილობრივ მკვიდრს, გოგი აბესაძეს. სპარტაკ აბულაძემ გამოიყენა გოგი აბესაძე შემდგომში პროპაგანდის მიზნით, კამერის წინ დაახევინა "ქართული ოცნების" 41 ნომრიანი მაისური და ჩამოახევინა სააგიტაციო მასალები. აქტივისტი სახალხო დამცველი სად არის❓სპარტაკა, …❗️
Posted by Dito Samkharadze on ორშაბათი, 19 ოქტომბერი, 2020