თბილისში კორონავირუსის გამო სულ 42 ბაღი დაიკეტა

427

19 ოქტომბრის მონაცემებით, თბილისში კორონავირუსის გამო 42 ბაღია დაკეტილი. როგორც ბაღების სააგენტოს პრესსამსახურში On.ge-ს უთხრეს, თითო ბაღში თითო შემთხვევა დაფიქსირდა, ანუ ჯამში — 42.

პრესსამსახურის ცნობით, ინიფიცირებულთა შორის 8 ბავშვია, ხოლო დანარჩენი, თანამშრომელი.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 1 186 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 278 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 7 გარდაიცვალა.

სულ ქვეყანაში 18 663 შემთხვევაა დაფიქსირებული. ამათგან 8 338 პაციენტი გამოჯანმრთელდა და 136 გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმშია 6 407 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 836; კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები — 1 420.