შსს-მ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ხატია დეკანოიძის შტაბში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება დაიწყო.
შს სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება 19-177-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ქურდობის მცდელობას გულისხმობს.
ცნობისთვის, “ნაციონალური მოძრაობის” ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ხატია დეკანოიძის განცხადებით, გუშინ, გვიან ღამით მის შტაბში უკანონოდ შეიჭრნენ, რათა სავარაუდოდ მოსასმენი აპარატურა დაემონტაჟებინათ.
დეკანოიძე მის საარჩევნო შტაბში მოსასმენი აპარატურის მონტაჟის მცდელობაში ხელისუფლებას ადანაშაულებს და შსს-ს მოუწოდებს, ფაქტი დროულად და სრულყოფილად გამოიძიოს.