ახალგაზრდობის სააგენტო, მისი სამწლიანი რეფორმის ფარგლებში, მუნიციპალურ ახალაგზრდულ საქმიანობას, 11 საპილოტე მუნიციპალიტეტთან ერთად, წელსვე დამატებით ოთხ მუნიციპალიტეტში დანერგავს, მათ შორისაა ბორჯომის მუნიციპალიტეტი. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
დღეს, 16 ოქტომბერს, სააგენტოს ხელმძღვანელი რეზო ჩარკვიანი, მიმართულების კოორდინატორთან და მოწვეულ ექსპერთან, ასევე APD დირექტორთან, მაკა სართანიასთან ერთად ბორჯომის მუნიციპალიტეტს ეწვია, სადაც მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელს დავით ზაალიშვილს და ახალგაზრუდლ საკითხებზე მომუშავე თანამშრომლებს შეხვდა.
შეხვედრა საინფორმაციო ხასიათის იყო და მომავალ თანამშრომლობასთან დაკავშირებულ სამუშაო დეტალების განხილვას დაეთმო.
სააგენტოს რეფორმის ფარგლებში, წელს ბორჯომში ახალგაზრდების საჭიროებების კვლევაზე დაფუძნებით ადგილზე, ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება დაიწყება.
„ამ პროცესში მონაწილეობას ხსენებული მუნიციპალიტეტებიდან წარმოდგენილი ადგილობრივი თვითმმართველობების ახალგაზრდობის საკითხებზე პასუხისმგებელი თანამშრომლები მიიღებენ, რომლებსაც სააგენტო „მუნიციპალურ ახალგაზრდულ მუშაკებად“ გადაამზადებს ტრენინგების მიზანია, მონაწილეებმა გაიღრმავონ ცოდნა და შეიძინონ გამოცდილება ახალგაზრდობის სფეროში, განივითარონ ახალი უნარები და კომპეტენციიები, რაც მათ საქმიანობის წარმატებით განხორციელებაში დაეხმარებათ“, აცხადებენ ახალგაზრდობის სააგენტოში.
მუნიციპალურ ახალგაზრდულ საქმიანობას სააგენტო მშიდობისა და განვითარების აკადემიის მხარდაჭერით საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად, პროექტის“გააძლიერე ცვლილებისათვის – ადგილობრივი შესაძლებლობების გაძლიერება ახალგაზრდობის მონაწილეობისათვის” ფარგლებში ნერგავს.
„სამწლიანი რეფორმის ფარგლებში სააგენტო მუნიციპალურ ახალგაზრდული პოლიტიკას საქართველოს 64–ვე მუნიციპალიტეტში დანერგავს, რაც ხელს შეუწყობს ადგილზე მდგრადი და ეფექტიანი ახალაგზრდული სფეროს ეკოსისტემის შექმნას, სადაც უზრუნველყოფილი იქნება ახალგაზრდების აქტიური მონაწილეობა და მათი პოტენაციალის სრულად რეალიზება საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში“, – განმარტავენ სააგენტოში.