ვაშაძე: მდინარაძე “ოცნების” პრემიერობის კანდიდატია, თუ გახარიას უბრალოდ შეეშინდა დებატების?

645

წინა სტატია

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერს, გიორგი ვაშაძეს აინტერესებს, რატომ მიდის მასთან დებატებში “ქართული ოცნების” ერთ-ერთი წევრი, მამუკა მდინარაძე, როცა მან დებატებში პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია გამოიწვია.

“დღეს უნდა შემდგარიყო დებატები პრემიერმინისტრობის კანდიდატებს შორის. მამუკა მდინარაძე ქართული ოცნების პრემიერმინისტრობის კანდიდატია? თუ გახარიას უბრალოდ შეეშინდა დებატების, მარცხის აღიარების და სიმართლესთან დაპირისპირების? მართალია, მე არ მივცემდი მას ტყუილების თქმის საშუალებას”, – განაცხადა ვაშაძემ.

მისი თქმით, დებატებზე სხვა ადამიანის გაშვება დებატებზე “მხდლური და უპატივცემულო” საქციელია. ვაძაშის განცხადებით, გახარიას “შეეშინდა” და გადაწყვიტა თავი ასე აერიდებინა დებატებისთვის.

დღეს ცნობილი გახდა, რომ “სტრატეგია აღმაშენებლის” დამფუძნებელთან, გიორგი ვაშაძესთან დებატებში პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას ნაცვლად, “ქართული ოცნების” ერთ-ერთი წევრი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე წავა.

პარტიული დებატები დღეს, 15 ოქტომბერს საზოგადოებრივ მაუწყებელზე 23:00 საათზე დაიწყება.

გიორგი გახარია პარტიულ პოლიტიკურ დებატებში “სტრატეგია აღმაშენებლის” დამფუძნებელმა, გიორგი ვაშაძემ და “ლელოს” ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ გამოიწვიეს.

7 ოქტომბერს, პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ პარტიული დებატები იქნება, თუმცა, მას ხშირ შემთხვევაში ამისთვის დრო არ აქვს და გადაწყვეტილებას პარტია მიიღებს. გახარიამ აღნიშნა, რომ ის არასდროს გაქცევია არანაირ შინაარსობრივ დისკუსიას.